უფასო საინფორმაციო ცენტრი

გაიგე უფრო მეტი
ენა: GE EN RU

ჩვენ შესახებ

„დარეკე, იკითხე და მიიღე ყველა ინფორმაცია უფასოდ“

ფასდაკლების საინფორმაციო ქოლ-ცენტრი - *1616 2016 წლის 1 თებერვალს დავაარსეთ. მომსახურების სფეროს გაფართოებასთან ერთად, გაიზარდა ჩვენი კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობაც. *1616 საშუალებით კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩვენი კომპანიის მომსახურება. იდეა გაჩნდა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობდით შეგვექმნა ისეთი მომსახურება, რომლის მეშვეობით ნებისმიერი ადამიანი უკვე თავისი სურვილით და მისივე მოთხოვნით მიიღებდა ინფორმაციას ფასდაკლებებსა თუ აქციებთან დაკავშირებით. სწორედ *1616 არის ის ნომერი სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაგვირეკოს და მოითხოვოს ინფორმაცია მისთვის სასურველ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ფასდაკლებასთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენთან ინფორმაციის გაცემა უფასოა. რაც შეეხება ზარის საფასურს, ბილაინის აბონენტებისთვის 1 წუთის ღირებულება არის 5 თეთრი, დანარჩენ მობილურ ოპერატორებთან: მაგთი, ჯეოსელი - ინდივიდუალურად რა ტარიფითაც სარგებლობს აბონენტი, იმ შემთხვევაში თუ ულიმიტო პაკეტი აქვს, რეკავს ჩვეულებრივად და არ საჭიროებს დამატებით თანხის ჩარიცხვას პირად ანგარიშზე. რაც შეეხება ქალაქის ნომრებს, სილქნეტის აბონენტებისთვის - უფასოა. როდესაც აბონენტი გვირეკავს და ითხოვს ინფორმაციას სად შეუძლია მიიღოს მომსახურება ან შეიძინოს პროდუქტი ფასდაკლებით, გვიკავშირდება *1616-ზე და ჩვენი ოპერატორები აწვდიან ამ ინფორმაციას როგორც სიტყვიერად, ასევე სმს-ის სახით. ინფორმაცია ჩვენთან გაიცემა სამ ენაზე: ქართული ინგლისური, რუსული და სმს შეტყობინებებიც რა თქმა უნდა სამივე ენაზე იგზავნება აბონენტის მოთხოვნის შესაბამისად. აბონენტს შეუძლია მოითხოვოს ფასდაკლება ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ ლოკაციაზე, იქნება ეს ქალაქი, ქუჩა, სავაჭრო ცენტრი თუ სხვა. როდესაც მომხმარებელს სურს მიიღოს ინფორმაცია სად როგორი ფასდაკლებაა მისთვის სასურველ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, ბუნებრივია მას ვაწვდით არა მხოლოდ ერთ ინფორმაციას, არამედ რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს. შესაბამისად აბონენტს უკვე აქვს არჩევანის საშუალება, რაც ასევე დიდი კომფორტია აირჩიოს მისთვის სასურველი ბრენდი, ადგილმდებარეობა და ასე შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ გაჩნდა მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან, ფასდაკლების საინფორმაციო ცენტრს დაემატა ახალი მომსახურება და ახლა უკვე გავცემთ ინფორმაციას არამარტო ფასდაკლებებთან დაკავშირებით, არამედ ნებისმიერ საჯარო ინფორმაციას და რა თქმა უნდა უფასოდ. *1616 - ის გახსნიდან დაახლოებით ერთ თვეში დღიური ზარების რაოდენობა უკვე შეადგენდა 2000 ზარს. ზარების რაოდენობის სწრაფი ზრდა გამოიწვია პირველ რიგში უფასო მომსახურებამ და აგრეთვე სხვა ბევრმა ფაქტორმაც, როგორიცაა სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება 24 საათის განმავლობაში, მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა და ნებისმიერ კითხვაზე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი, ნაცვლად ამა თუ იმ კომპანიის ცხელ ხაზზე გადამისამართებისა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ინფორმაციის გაცემა უფასოა, უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება. ასევე არ გვაქვს შეზღუდვა რაოდენობაზე, შეგიძლიათ იკითხოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის ინფორმაცია ხელახალი ზარის განხორციელების გარეშე. ანუ დღეს არსებობს ერთი ნომერი *1616, სადაც დარეკავს ნებისმიერი მსურველი და უფასოდ მიიღებს სასურველ ინფორმაციას. მასიური სმს შეტყობინებების დაგზავნისგან განსხვავებით ეს, გარკვეულწილად არის მოთხოვნილი რეკლამა, რომლის მეშვეობით სხვადასხვა კომპანიებთან პირდაპირ ვამისამართებთ არა პოტენციურ მომხმარებლებს, არამედ უკვე რეალურს. *1616-ის მიზანია, მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და შესთავაზოს მრავალფეროვანი მომსახურება 24 საათის განმავლობაში. ქოლ-ცენტრი არის, როგორც საინფორმაციო ცენტრი, ასევე ფასდაკლების სამყარო, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ყველა კომპანიის აქციისა თუ ფასდაკლების შესახებ. ინფორმაცია გაიცემა ნებისმიერ სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა დაინტერესებულ აბონენტზე, რომელიც დარეკავს ნომერზე: *1616-ზე.

*1616-ის მომსახურების სფეროში შედის:

  • კომპანიის ინფორმაციისა და ფასდაკლების განთავსება
  • ინფორმაციის განთავსება პრიორიტეტში
  • ხმოვანი აუდიო რეკლამა
  • კომპანიის ინფორმაციისა და ფასდაკლების განთავსება: ინფორმაციისა და აქციის განთავსება შესაძლებელია სამუშაო საათების ნებისმიერ მონაკვეთში. დამკვეთის მიერ განთავსებული ინფორმაცია ითარგმნება სამ ენაზე. ინფორმაციის განახლება შესაძლებელია ნებისმიერ დროს;
  • ინფორმაციის განთავსება პრიორიტეტში: ამ კატეგორიის მომსახურებისას კომპანიებს ვთავაზობთ პრიორიტეტის 3 კატეგორიას (I/II/III). სადაც შესაძლებელია სასურველი ინფორმაცია განათავსოთ სასურველ პრიორიტეტულ კატეგორიაში, რაც გულისხმობს იმას, რომ დამკვეთის სფეროზე შემოსული მოთხოვნის დროს გაიცემა (I/II/III) დამკვეთი კომპანიის ინფორმაცია;
  • ხმოვანი აუდიო რეკლამა: ინფორმაციის/რეკლამის განთავსება ზარის წამოწყებისას.